Wednesday, July 14, 2010



პროექტის სახელი–ლადო ათანელი

პროექტის მოკლე აღწერა 1–2წინადადებით. მისი შემოქმედების დემონსტრირება ბავშვობიდან წარმატებულ წლებამდე

პროექტის სრული აღწერა. მოსწავლეთა ჯგუფი ესტუმრება ლადო ატანელის დედას, რომელიც ჩვენივე სოფელში ცხოვრობს.(ლადო ათანელი ხომ სოფ.ჯაფარიძიდან არის–დედოფლისწყაროს რ–ნი) გამოჰკითხავენ ლადოს ბავშვობის წლებიდან საინტერესო ისტორიების დეტალებს.როგორ სწავლობდა,როგორი ბავშვობა ჰქონდა,როგორ აღმოაჩინეს ლადო–ში ასეთი უნიკალური ხმის ნიჭი.თუმცა ყველამ იცის სოფელში რომ ლადოს მამა საუკეთესო მომღერალი იყო სოფელში,ასევე საქართველოს იმ დროის რადიო ფონდშიც კი ინახება მამამისის მიერ ნამღერი სიმღერების ჩანაწერები.(იროდი ათანელიშვილი–ლადოს მამა) ასევე გამოჰკითხავენ თუ რა გზები გაიარა ასეთ ვარსკვლავურ წარმატებამდე.დაინტერესდებიან მისი ოჯახური მდგომარეობით,შვილებით.წამოიღებენ მისი ბავშვობის სურათებს,გაიხსენებენ საბავშვო თუ სასკოლო კურიოზებს,რათაღონისძიებისთვის ეს დეტალები უფრო საინტერესო და სახალისო გახდეს.
ასევე მოსწავლეები გაესაუბრებიან თითო–ოროლა შემორჩენილ ლადოს პედაგოგებს.გაიხსენებენ საინტერესო ფაქტებს სწავლების პროცესიდან.ასევე გაესაუბრებიან ლადოს თანაკლასელებს,მეზობლებს,თანასოფლელებს,რათა მოაგროვონ საინტერესო ფაქტები,ლადოსთან დაკავშირებით.ასევე ღონისძიებისთვის გამოიყენებენ იმ დისკს,რომელიც მისმა დედამ გადასცა სკოლას სამახსოვროდ.ლადოს საუკეთესო პარტიების ჩანაწერები.ბავშვთა ჯგუფი იზრუნებს შექმნას ბუკლეტი ან მოსაწვევი ბარათი,რომელიც ღონისძიებისთვის დასჭირდებათ სკოლის წარმომადგენლებისათვის და ადგილობრივ მკვიდრთა მოსაწვევად.
მონაწილეთა ასაკი. 15–17წ.წ.


ვადები(ხანგრძლივობა) ერთი თვე


პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში მოსწავლეები გაანალიზებენ მოგროვილ მასალებს.მოამზადებენ ასევე ისტ–ის დახმარებით ფოტო–ვიდეო–მუსიკალურ მასალას ღონისძიების გამშვენებისთვის.მოაგვარებენ მოსაწვევების თუ საორგანიზაციო საკითხებს.


მოსალოდნელი შედეგები მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან საოპერო ჟანრს.მოისმენენ უამრავ ნაწყვეტებს ცნობილი ოპერებიდან,ახლოდან გაიცნობენ მსოფლიო ვარსკვლავს.


სასარგებლო სხვებისათვის . საზოგადოებას უკეთ და ახლოდან გააცნობენ მსოფლიო ვარსკვლავს.და აჩუქებენ დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთ ლამაზ, დაუვიწყარ, დასამახსოვრებელ დღეს.


სამუშაო ენა ქართული


მონაწილეები სხვა სკოლებიდან არ არინ


საგნებთან(საგნობრივ ჯგუფებთან)ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი. მუსიკა,ხელოვნება.

პროექტის ფასილიტატორი
-ლია ხაჩიაშვილი


ფასილიტატორის ელ–ფოსტაwww.lia.xachia@gmail.com

პროექტის ფორუმი


პროექტის ვებ–გვერდი(ბლოგი) www.liaxachi.blogspot.com

No comments:

Post a Comment